გარდატეხის ასაკის თავისებურებები
„გარდატეხის ასაკი – ეს არის საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარი იდენტობის გამოკვეთა.
ამ დროს მიაჩნიათ, რომ ბავშვები უკვე აღარ არიან… გარდატეხის ასაკში ძალიან ბევრი ცვლილება ხდება _ ჰორმონალური, ბიოლოგიური, ვიზუალური მხარეც იცვლება. ახალ რეალობასთან, ახალ გარეგნობასთან შეგუების პროცესი კი ძალიან რთულია. გარდა ამისა, იწყება თვითგამორკვევა _ ვინ ვარ მე. მშობლებთან დაკავშირებით იზრდება კონფლიქტები, მშობელი კარგავს ავტორიტეტულობას. თუ აქამდე მისი აზრი მნიშვნელოვანი იყო, თუ აქამდე ბავშვი დიდ ყურადღებას აქცევდა, როგორ აფასებდა მას მშობელი, ახლა ეს ყველაფერი ძალას კარგავს, მშობლის ადგილს კი მოზარდის თანატოლი იკავებს.
მთავარია, როგორ აჩვევ დამოუკიდებლობას. ასწავლე ფიქრი _ ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მშობელმა შვილს მისცეს. ვერ მართავ მას მთელი ცხოვრება, ვერ იქნები მისი შეცდომების, წარმატებების თუ წარუმატებლობების არბიტრი, უნდა აცალო, თვითონაც იცხოვროს, ცხვირიც წაიმტვრიოს და თვითონვე წამოდგეს.
ამასთანავე, მშობელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რა რესურსის მატარებელია მისი შვილი. თუკი ამა თუ იმ პრობლემის მარტო მოგვარება ბავშვს არ შეუძლია, მაშინ, რა თქმა უნდა, მშობელი უნდა ჩაერთოს. ოღონდ, მაქსიმალურად კორექტულად და სწორად“.უფრო ვრცლად იხილეთ ანიმაცია: https://www.youtube.com/watch?v=z-pILrPmqqg&ab_channel=TANADGOMACenter
Comments
Post a Comment