Posts

გარდატეხის ასაკის თავისებურებები

Image
  „გარდატეხის ასაკი  – ეს არის საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარი იდენტობის გამოკვეთა. ამ დროს მიაჩნიათ, რომ ბავშვები უკვე აღარ არიან…  გარდატეხის ასაკში ძალიან ბევრი ცვლილება ხდება _  ჰორმონალური, ბიოლოგიური, ვიზუალური მხარეც იცვლება. ახალ რეალობასთან, ახალ გარეგნობასთან შეგუების პროცესი კი ძალიან რთულია. გარდა ამისა, იწყება თვითგამორკვევა _  ვინ ვარ მე.  მშობლებთან დაკავშირებით იზრდება კონფლიქტები, მშობელი კარგავს ავტორიტეტულობას. თუ აქამდე მისი აზრი მნიშვნელოვანი იყო, თუ აქამდე ბავშვი დიდ ყურადღებას აქცევდა, როგორ აფასებდა მას მშობელი, ახლა ეს ყველაფერი ძალას კარგავს, მშობლის ადგილს კი მოზარდის თანატოლი იკავებს.                                              ,,მშობელს ხშირად ავიწყდება შვილობის პერიოდი. ავიწყდება, როგორი ბავშვობა ჰქონდა თავად, რა სირთულეები გამოიარა და  რა ღრებულებათა სისტემაა ახლა და რამდენად განსხვავდება ის შენი ბავშვობი...